აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წლის 17 - 18 ივნისს ატარებს

მეხუთე საერთაშორისო  სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას

 “ინტერნეტი და საზოგადოება - ინსო 2011 ”

                              http:// www.inso.ge

 V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე “ინტერნეტი და საზოგადოება– ინსო 2011” განხილული იქნება საკითხების ფართო სპექტრი ინტერნეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ განათლებაში, მეცნიერებაში, ეკონომიკაში და მართვაში.

 კონფერეციის ძირითადი თემები : 

ინტერნეტის ისტორია და განვითარების პერსპექტივები;

ინტერნეტის სტრუქტურა და ფუნქციონირების პრინციპები;

ინტერნეტის საინფორმაციო რესურსები;

პროგრამირება ინტერნეტში;

ინტერნეტის საკანონმდებლო ბაზა;

ინტერნეტის სწავლების გამოცდილება უმაღლეს სასწავლებლებში;

ქსელური ეკონომიკა;

ელექტრონული კომერცია;

ელექტრონული მთავრობა;

საინფორმაციო საზოგადოება;

საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი განათლებასა და მეცნიერებაში;

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება  სხვადასხვა სფეროში.

ნაშრომის კონფერენციის კრებულში განთავსებისათვის აუცილებელია 2011 წლის 27 მაისამდე საორგანიზაციო კომიტეტში გამოგზავნოთ მოხსენების სრული ტექსტი, რომლის მოცულობა არ იქნება А4  ფორ­მატის 5 გვერდზე მეტი ცხრილების, ნახაზების, გამოყენებული ლიტერატურის სიისა და რეზიუმეს ჩათვლით.

მოხსენების სრული ტექსტი შესრულებული უნდა იქნეს ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენაზე Word-ის ტექსტური რედაქტორის საშუალებით შემდეგი პარამეტრების დაცვით: ქაღალდის ფორმატი-А4 ;  მინდვრები: ზემოდან, ქვემოდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან - 2 სმ; შრიფტი - AcadNusx (ქართული ტექსტისთვის), Times New Roman (რუსული და ინგლისური ტექსტებისთვის); შრიფტის ზომა - 12; სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,5. 

პირველი გვერდის ზედა ნაწილში იბეჭდება მოხსენების დასახელება, რომელიც უნდა განთავსდეს ცენტრში. ქვემოთ, ერთი სტრიქონის გამოტოვებით, ასევე ცენტრში, იბეჭდება ავტორის (ავტორების) ინიციალები და გვარი. შემდეგ სტრიქონზე, ასევე ცენტრში - ქალაქი, ორგანიზაცია და ელ. ფოსტის მისამართი, ხოლო ერთი სტრიქონის გამოტოვებით, ფურცლის მთელ სიგანეზე - მოხსენების სრული ტექსტი. მოხსენების ტექსტს საჭიროა ბოლოში თან დაერთოს, აგრეთვე, კონფერენციის სამივე სამუშაო ენაზე შესრულებული რეზიუმე.

   მოხსენების სრული ტექსტი გთხოვთ გამოგზავნოთ საორგანიზაციო კომიტეტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით inso2011@atsu.edu.ge  ან  zautashvili@hotmail.com

    ქუთაისი, 4600, თამარ მეფის 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი. კონფერენცია "ინსო 2011". საორგანიზაციო კომიტეტი.

ტელეფონი: (+995 331) 4 29 93 ფაქსი: (+995 331) 4 38 33 

ძირითადი თარიღები

მოხსენებების სრული ტექსტის წარმოდგენა  - 27 მაისი

კონფერენციის  პროგრამაში მოხსენებების ჩართვის შესახებ ინფორმაციის დაგზავნა - 7 ივნისი

ონფერენცია –   17 – 18   ივნისი

2001 

2002 

2007 

2009 

2011